HYALURONIDASE SOLUTION IN FERTICULT FLUSHING MEDIUM, FERTIPRO – ბელგია
304.12₾
80IU hyaluronidase solution in FertiCult Flushing medium
აღნიშნული ნიადაგი შეიცავს ხარისგან მიღებულ 80 IU/ml ჰიალურონიდაზას. პროდუქტი წარმოდგენილია მზა სახით.
აღნიშნული ნიადაგი შეიცავს ხარისგან მიღებულ 80 IU/ml ჰიალურონიდაზას. პროდუქტი წარმოდგენილია მზა სახით.
ჰიალურონიდაზა FertiCult გამრეცხ ნიადაგებში გამოიყენება ოოციტების დენუდაციის პროცესში. ჰიალურონიდაზა ახდენს cumulus უჯრედებს შორის არსებული ჰიალურონის მჟავის მონელებას, რაც შემდგომში, აადვილებს cumulus-ის მექანიკურ მოცილებას.
FertiCult- ის ყველა პროდუქტი გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს, რათა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს :
pH | 7.3-7.6 |
Osmolality | 270-290 mOsm/kg |
Sterility | Sterile |
Endotoxin | < 1.0 EU/mL |
Mouse embryo assay | ≥ 80% blastocysts after 96h incubation (30 minute exposure at 1-cell stage) |
Shelf life | 12 months from date of produce |
Regulatory
Europe: CE-marked - Brazil: registered
დამატებითი ინფორმაცია პროდუქციის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
კომპონენტი | სარგებელი |
HEPES (18 mM) | HEPES ახდენს pH-ის სტაბილიზებას აირების არსებობის პირობებში. (Clark and Swain 2014), შესაბამისად,CO2 ინკუბატორის გამოყენება საჭირო აღარ არის. |
HSA (4 გ/ლ) | ჰიალურონიდაზა FertiCult გამრეცხ ნიადაგებში შეიცავს 4 გ/ლ ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინს (HSA), რითაც ახდენენ ნიადაგების მოქმედების ოპტიმიზაციას. HSA წარმოადგენს ART ნიადაგების უმრავლესობაში უნივერსალურად დამატებულ კომპონენტს, რადგანაც იგი მრავალმხრივი სარგებლის მომტანად მიიჩნევა. |
ალბუმინის როლი ნიადაგებისათვის მრავალფეროვანია, კერძოდ:: | |
-ნიადაგებში ემბრიონების უჯრედის მემბრანის სტაბილიზაცია (Malda, et al. 2008). | |
-ლიპიდების პეროქსიდაციის ინჰიბირება, ლიპიდების პეროქსიდაცია შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს სპერმისთვის. (Alvarez en Storey 1995). | |
- ემბრიონებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოლეკულების წყარო და გადამტანი (Malda, et al. 2008). | |
- უჯრედების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტების დეტოქსიფიკაცია. (Blake, et al. 2004) | |
- გამეტებსა და ემბრიონებზე მანიპულაციების ჩატარების ხელშეწყობა და გაადვილება (Blake, et al. 2004). | |
ჰიალურონიდაზა (80IU/ml) | ჰიალურონიდაზა FertiCult გამრეცხ ნიადაგებში შეიცავს ხარისგან მიღებულ ჰიალურონიდაზას (80IU/ml).ჰიალურონიდაზა არის ფერმენტი, რომელიც გამოიყოფა ხარის სათესლე ჯირკვლებიდან და შეუძლია მოახდინოს ჰიალურონის მჟავის ჰიდროლიზი (Tranchepain, et al. 2006). ეს უკანასკნელი კი უჯრედშორისი სითხის ყველაზე უხვად წარმოდგენილი კომპონენტია. (Laurent and Fraser 1992). |
ერთად შეგროვებისას, თითოეული ოოციტი გარს შემოირტყმება უჯრედების მატრიქსით, რომლებსაც კომულუს-ოოციტების კომპლექსი ეწოდება. (COC). |
შენახვის პირობები :
- შეინახეთ 2-8°C ტემპერატურაზე;
- დაუშვებელია, გამოყენებამდე, პროდუქტის გაყინვა;
- შეინახეთ მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას;
- დასაშვებია პროდუქტის გამოყენება გახსნიდან 7 დღის მანძილზე;
- დაუშვებელია პროდუქტის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
მწარმოებელი : FERTIPRO; Belgium