Select Page

FERTICULT FLUSHING MEDIUM, FERTIPRO – ბელგია

622.741,699.00

HEPES ბუფერიანი ნიადაგები ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის

FertiCult გამრეცხი ნიადაგები განკუთვნილია ადამიანის საკვერცხეების (ova), სპერმატოზოიდებისა და ემბრიონების გასარეცხად. FertiCult გამრეცხი ნიადაგები ასევე გამოიყენებასპერმატოზოიდების მიცურების ტექნიკაში, ოოციტებში სპერმის ინექციისათვის ICSI-ის დროს, გარეცხილი სპერმატოზოიდების საშვილოსნოში შესაყვანად (IUI) და ემბრიონის გადასატანად.

გასუფთავება
არტიკული: 2 კატეგორია:

შემადგენლობა: FertiCultTM Flushing medium არის მზა HEPES ბუფერიანი ნიადაგი, რომელიც ასევე შეიცავს ბიკარბონატებს, მარილებს, გლუკოზას, ლაქტატსა და ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინს (4.00 გ/ლ); მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია გენტამიცინის სულფატის დამატებაც (10 მგ/ლ).

FertiCult პროდუქციის მთელი სპექტრი გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს, რათა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 pH 7.3-7.6
 Osmolality 270-290mOsm/kg
 Sterility Sterile
 Endotoxin < 0.25EU/ml
 Mouse embryo assay ≥ 80% blastocysts after 96h incubation
 Shelf life 18 months from date of produce
 Albumin FDA (USA) and EMEA (Europe) compliant

Regulatory
Europe: CE-marked - Canada: Health Canada License
Brazil: registered

დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების შესახებ:

კომპონენტები სარგებელი
HEPES (18 mM) HEPES ახდენს PH-ის სტაბილიზებას აირების არსებობის პირობებში (Clark and Swain 2014)ამიტომაც, CO2 ინკუბატორების გამოყენება საჭირო აღარ არის.
ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინი (4გ/ლ) FertiCult გამრეცხი ნიადაგები შეიცავს 4 გ/ლ ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინს (HSA), რითაც ახდენს ნიადაგის მოქმედების ოპტიმიზაციას. HSA ფაქტიურად ყველა ნიადაგში უნივერსალურად გამოყენებული კომპონენტია, ვინაიდან მას ძალიან დიდი სარგებლის მომტანად მიიჩნევენ.
ალბუმინის როლი ART ნიადაგებში ძალიან დიდია, კერძოდ მისი ფუნქციებია :
- ნიადაგებში ემბრიონის უჯრედების მემბრანის სტაბილიზაცია, (Malda, et al. 2008).
-ლიპიდების პეროქსიდაციის ინჰიბირება, ლიპიდების პეროქსიდაციამ კი შესაძლოა სპერმის დაზიანება გამოიწვიოს (Alvarez en Storey 1995).
- უჯრედების მეტაბოლიზმის შედეგად გამოყოფილი ნარჩენი პროდუქტების შებოჭვა, დეტოქსიფიკაციის გზით(Blake, et al. 2004)
- გამეტებზე/ემბრიონებზე მანიპულაციების ჩატარების ხელშეწყობა და გაადვილება (Blake, et al. 2004)
ფენოლის წითლის მარილოვანი ხსნარი (0.003 გ/ლ) FertiCult გამრეცხი ნიადაგები ხელმისაწვდომია ასევე ფენოლის წითელთან ერთად.
ფენოლის წითლის ფუნქციაა pH-ის დონის დადგენა (PH-ის დონის ინდიკატორი):
- > 7.35 -  ნიადაგი იღებს წითლიდან იასამნისფრამდე შეფერილობას.
- 7.15 - 7.35 - ნიადაგი იფერება ვარდისფრიდან წითლამდე.
- < 7.15 - ნიადაგი იღებს ყვითელ შეფერილობას.
 ფენოლის წითლის 0,003 გ/ლ-თან არის ის მინიმალური კონცენტრაცია, რომლითაც შესაძლებელია ფერის დანახვა. (Fleming and Cooke 2008). pH-ის სტაბილიზაცია აუცილებელია გამეტებსა და ემბრიონებზე მანიპულაციებისას, ამიტომაც, pH-ის დონის განსაზღვრა აუცილებელია. ნიადაგის ფერის ცვლილებაც ასევე ბაქტერიული და სოკოვანი კონტამინაციის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ინფექციის არსებობა გავლენას ახდენს pH-ზე, ეს კი ადვილი შესამჩნევია იმ ნიადაგებში, რომლებიც ფენოლის წითელს შეიცავენ.
გენტამიცინის სულფატი (0.010 გ/ლ) FertiCult გამრეცხი ნიადაგები ასევე გამოდის გენტამიცინის სულფატთან ერთად.
ასეპტიკური პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, სიმბიონტი ბაქტერიები ადვილად აღწევენ ნიადაგების კულტურებში. რადგანაც, აღნიშნული კონტამინაცია გამეტებისა და ემბრიონებისათვის  შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს, ამიტომაც მომხმარებლების დიდი ნაწილი უპირატესობას გენტამიცინის სულფატის შემცველ ნიადაგებს ანიჭებს. (Quinn 2014).
FertiPro N.V-ის მიერ ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ გენტამიცინის სულფატის მინიმალური მაინჰიბერებელი კონცენტრაცია (MIC) შეადგენს 0,010გ/ლ-ს (კონცენტრაცია, რომლის დროსაც, გენტამიცინის სულფატი ეფექტურად ახდენს ბაქტერიების გამრავლების ინჰიბირებას).

შენახვის პირობები :

  • FertiCult Flushing medium გენტამიცინის გარეშე ინახება 2-25°C-ის პირობებში;
  • FertiCult Flushing medium გენტამიცინთან ერთად ინახება 2-8°C ტემპერატურის ინტერვალში;
  • გახსნის შემდეგ, თითოეული პროდუქტი ინახება 2-8°C-ის პირობებში;
  • დაუშვებელია, პროდუქტის ხელმეორედ გაყინვა;
  • შეინახეთ მზისგან დაცულ ადგილას;
  • პროდუქტი ვარგისია გახსნიდან 7 დღის მანძილზე;
  • არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ;
  • შეუძლებელია პროდუქტის ხელახალი გასტერილება

მწარმოებელი : FERTIPRO;  Belgium