Select Page

10% PVP IN FERTICULT FLUSHING MEDIUM, FERTIPRO – ბელგია

198.70

ბლანტი კონსისტენციის ნიადაგები ICSI პროცედურებისათვის

გასუფთავება
არტიკული: 10 კატეგორია:

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციისთვის (ICSI) საჭიროა ინდივიდულური სპერმატოზოიდის დაჭერა სპეციალური პიპეტით და შემდეგ მათი ოოციტებში ინქცია. პროცედურის პირველ ეტაპზე, ხდება სპერმატოზოიდების იმობილიზაცია (შებოჭვა). სპერმატოზოიდების იმობილიზაციისათვის ყველაზე ხშირად გამოიყენება მეთოდი, რომლის დროსაც, მათ ათავსებენ ბლანტი კონსისტენციის ნიადაგებში და სპერმატოზოიდების შებოჭვას ახდენენ მათთვის კუდის სრულად მოცილებით. აღნიშნულ ნიადაგებს გააჩნიათ იმგვარი სიმკვრივე, რომ ისინი ოპტიმალურად ახდენენ სპერმატოზოიდების მოძრაობის სიჩქარის დაქვეითებას, რათა მაქსიმალურად გამარტივდეს მათი დაჭერის პროცესი.

შემადგენლობა : 10% პოლივინილპიროლიდინი (PVP), მარილები, HEPES, ლაქტატი, პირუვატი, გლუკოზა და ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინი.

FertiCult - ის ყველა პროდუქტი გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს, რათა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

pH 7.2-7.9 (7.2-7.6 at release)
Osmolality 280-340 mOsm/kg (280-320mOsm/kg at release)
Sterility Sterile(SAL 10-3)
Viscosity >170cP at 25°C
Endotoxin <1.0 EU/mL
Mouse embryo assay ≥80% blastocysts after 96h incubation
Shelf life 9 months from date of produce

Regulatory
Europe: CE-marked - Canada: Health Canada License
Brazil: registered

დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობაში არსებულ ზოგიერთ კომპონენტზე:

კომპონენტი სარგებელი
HEPES (18 mM) HEPES ახდენს pH-ის სტაბილიზებას აირების არსებობის პირობებში (Clark and Swain 2014), შესაბამისად,CO2 ინკუბატორის გამოყენება საჭირო აღარ არის.
ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინი HSA (4 გ/ლ) 10%-იანი PVP-ის ხსნარი გამრეცხ ნიადაგში შეიცავენ 3.5 გ/ლ ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინს (HSA), რითაც ახდენენ ნიადაგების მოქმედების ოპტიმიზაციას. HSA წარმოადგენს ART ნიადაგების უმრავლესობაში უნივერსალურად დამატებულ კომპონენტს, რადგანაც იგი მრავალმხრივი სარგებლის მომტანად მიიჩნევა.
  ალბუმინის როლი ნიადაგებისათვის მრავალფეროვანია, კერძოდ::
-ნიადაგებში  ემბრიონების უჯრედის მემბრანის სტაბილიზაცია (Malda, et al. 2008).
-ლიპიდების პეროქსიდაციის ინჰიბირება, ლიპიდების პეროქსიდაცია შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს სპერმისთვის. (Alvarez en Storey 1995).
- ემბრიონებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოლეკულების წყარო და გადამტანი (Malda, et al. 2008).
- უჯრედების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტების დეტოქსიფიკაცია. (Blake, et al. 2004)
- გამეტებსა და ემბრიონებზე მანიპულაციების ჩატარების ხელშეწყობა და გაადვილება. (Blake, et al. 2004)
პოლივინილპიროლიდინი (PVP) პოლივინილპიროლიდინს წარმატებით იყენებენ სპერმის უჯრედების შემცველი ხსნარის სიბლანტის გასაზრდელად, რითაც გაცილებით მარტივდება სპერმატოზოიდების იმობილიზაციის პროცესი.
გარდა ამისა, PVP ხელს უშლის სპერმის უჯრედების გაჭედვას საინექციო პიპეტში ICSI პროცედურების დროს. ამასთან ერთად, პოლივინილპიროლიდინი ICSI ნემსში სითხის ნაკადის უკეთესი კონტროლის საშუალებას იძლევა. (Gianaroli, et al. 2000).

მწარმოებელი : FERTIPRO;  Belgium